თევდორე ქართულ მითოლოგიაში აგრარული ღვთაებაა; თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ, როგორც მიწათმოქმედების მფარველს, მოგვიანებით კი, როგორც ცხენების მფარველსაც.
ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღვთაების ხალხური კულტი თანამოსახელე ქრისტიანული წმინდანის (წმინდა თევდორეს) კულტს შეერწყა.
თედორე ითვლება “დიდ მშრომელ-მიწათმოქმედად” და მოიხსენიება, როგორც “დიდი ბატონი”. თედორეს ეპითეტი “შავი”, “შავგვრემანი” მიწის შავ ფერს შეესაბამება.
თედორეს ეძღვნება საგაზაფხულო კალენდარული დღესასწაული “თედორობა”, რომელიც დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს ემთხვევა.
მასალის გამოყენების პირობები