ახალი ამბები
ენგურის ხიდზე სამედიცინო შემოწმება დაიწყო
ენგურის ხიდზე ე.წ გამშვებ პუნქტთან მობილური პოლიკლინიკაა განთავსებული, სადაც მოქალაქეები სამედიცინო შემოწმებას გადიან. ადგილობრივების ინფორმაციით, შემოწმება დღეს დაიწყო და ის ძირითადად ზუგდიდიდან გალის მიმართულებით მიმავალ პირებს ეხება.

"ყველას ამოწმებენ. სავარაუდოდ კორონავირუსთან დაკავშირებით. მე დიხაზურგადან მოვდივარ ზუგდიდში. მეც გავიარე შემოწმება. სიცხე გამიზომეს და რენდგენი გადამიღეს", - ამბობს გალის მცხოვრები.  

მისივე თქმით, გადასასვლელთან სადაც სპეციალური ამბულატორიაა, რიგი დგას.
28 იანვრიდან სოხუმმა კორონავირუსთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის  პრემიერ - მინისტრის ვიტალი ბგანბას დავალებით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „ფსოუსა“ და „ენგურის“ ე.წ. გამშვებ პუნქტებზე განთავსდა მობილური პოლიკლინიკები, სადაც დისტანციური თერმომეტრებით ამოწმებენ მოქალაქეებს. გარდა ამისა, საგანგებოდ შეკრებილ თათბირზე ითქვა, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფექციის მატარებლების შესვლის თავიდან აუცილებლად შეიზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა და გამკაცრდება კონტროლი შრომითი ემიგრანტების შემოდინებაზე“.

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს“ მონაცემებით, დღესდღეობით ოკუპირებულ რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექციით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ პირბადეების დარიგების აქციით მოქალაქეები საფრთხეში არ ჩააგდონ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა,
კორონავირუსი
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი გაძარცვეს. ინფორმაცია ამის შესახებ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ყოფნისას ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფოთის პორტის
საზოგადოება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ „ლიბერთი“ და  VTB ბანკების მომხმარებლებიც.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო „თი ბი სი“ და „საქართველოს  ბანკი" მომხმარებლებს სესხების გადახდას გადაუვადებენ.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 25-მდე გაიზარდა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.