კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
სომატური ლექსიკის ფორმები ნათესაობითი კავშირის აღსანიშნად (მეგრული ენის მიხედვით)
დღევანდელ გადაცემაში მიმოვიხილავთ ჩვენი აზრით, საკმაოდ საინტერესო ფორმებს, რაც მეგრულ ენაში არსებობს. მიგვაჩნია რომ თემაც საკმაოდ ყურადსაღები და სპეფიციფიკური იქნება. მხედველობაში გვაქვს, სომატური საგნების დასახელება ენის მეშვეობით, როდესაც ნათესაობითი კავშირის აღსანიშნავად გამოიყენება ადამიანის ესა თუ ის ორგანო.

ლინგვისტიკაში ამგვარი ფორმები მიჩნეულია, რომ წარმოადგენენ ლექსიკის ძირითად ნაწილს და ისინი ყველაზე გვიან კარგავენ თავიანთი ეთნოსისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურობას. ეს დებულება დღემდე ურყევია.

სხვადასხვა ენებში, ლექსიკის,ხატოვანი სიტყვა - თქმების თუ იდიომების სახით სომატური საგნების სიჭრბე შეინიშნება.ამდენად, ის არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. მას ყველა ენის სტრუქტურაში შევნიშნავთ.

Print