კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
ჭინკა
სამყარო კეთილი და ბოროტი ძალების სამყოფელი იყო ოდითგანვე. მეგრულ ფოლკლორში თუ თქმულებებში ეს ორი ფენა როგორც კეთილი ასევე ბოროტი ძალებისა ასახულია. პატარა დემონური არსებები ჭინკები - მეგრულ ენაში ისინი სხვადასხვა სახელით გვხვდებიან. ეს ფორმებია ჭიჭკა, წირკე, ჭინკე,ჭინიკე და ჭინკა. საერთო ჯამში ყველა ეს სახელი ერთი მნიშვნელობისაა.

თავად ამ არსების სახელწოდების წარმომავლობა ზედსართავი სახელიდან უნდა მომდინარეობდეს ჭიჭე- პატარა. ანუ პატარა არსება რამ.

ჭინკების სიმაღლეზე სპეციალურ ლიტერატურაში წერია, რომ ისინი დაახლოებით სამი წლის ბავშვის სიმაღლისანი იქნებიანო. აქვთ შავი ტანი მთლიანად ბალნით შემოსილი დადიან ტიტვლები, ხელ-ფეხსაც უცნაურად ამოძრავებენ არიან საკმაოდ მოქნილები და სწრაფები. ხშირად ისვრიან ქვებს, საკუთარ სახელს ეძახიან ადამიანებს და ა შ.



Print