კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
კოლხური ანუ მეგრულ-ლაზური ენის სიძველის დასადგენად
რადგან ხშირად ისმის ასეთი კითხვა, აიეტის ენაზე ვლაპარაკობთ თუ არა, მინდა განვმარტო ლინგვისტურად. ენათმეცნიერებაში არსებობს ასეთი ტერმინები, რომელნიც უკვე ცალკე დისციპლინად ჩამოყალიბდნენ ესენია გლოტოქრონოლოგია და ლექსიკოსტატისტიკა. ამ მეთოდებით დგინდება უძველესი ენიდან რამდენი პროცენტი შეინარჩუნა ახალმა ენამ. ანუ რა დროში რამდენად შეიძლება ენა შეიცვალოს. მონათესავე ენების შეცვლა, ლექსიკის ცვლილება ბუნებრივი პროცესია, რაც აუცილებლად მოხდება. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საერთო ენიდან სხვდასხვა სიტყვები სხვადასხვა ხანგრძლივობით იცვლებიან.

ყველაზე ადრე თურმე ადამინის სხეულის ნაწილების სახელები შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ძირითადი ლექსიკა ძალიან ნელა იცვლება. ეს უმთავრესად მაშინ, როდესაც მას დამყრობელი ერის ენა არ მოეხვევა თავს.
Print