კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
ოდოია
ქართულ სიმღერას ნოდარ დუმბაძე ასეთ შეფასებას აძლევდა. ,,პირდაპირ განსაცვიფრებელი ფენომენია ქართული სიმღერა, სასწორზე რომ დადო, ოქროს ზოდივით აიწონება, მაგალითად,“ მრავალჟამიერი“ მილიონ ტონას აიწონის. ავიღოთ თუნდაც გურული ანდა სვანური სიმღერა, ყველა სიმღერას თავისი წონა აქვს , მაგრამ მეგრული სიმღერა მზის სხივსა ჰგავს --- საიდანღაც მოდის შორიდან, ძალიან შორიდან...“ვოი ნანა, დიდავოი ნანა“. ამ სიმღერას ვერ აწონი, ამას წონა არ აქვს, ეს მზის სხივია, საიდანღაც შორიდან მოღწეული... ასეთი გასაოცრად აღმატებული მეგრული სიმღერაა ,,ოდოია. შრომასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული რიტმი, რომელიც შრომის შედეგად წარმოიშვა. შემდეგში კი თავად გახდა შრომის პროცესის მომწესრიგებელი. რიტმი აწესრიგებს მოძრაობას, ის აერთიანებს კოლექტივის მოქმედებას.

Print