კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
ბავშვის აღზრდის წესები სამეგრელოში
მეგრელებს ბავშვის აღზრდის განსაკუთრებული წესები ჰქონდათ. რაც თავისთავად საინტერესო მოვლენაა. მასში ბევრი რამ ინდივიდუალური და საკმაოდ ნასესხები ჩვეულებებიც გვხვდება, თუმცა თითოეულ მათგანში თავისთავადი მიდგომა შეინიშნება.ახლად დაბადებულ ბავშვს პირში ჩხიკვის ფრთას გამოუღებდა ბებია ენას მალე ამოიდგამსო. ეს ტრადიცია მომდინარეობდა იქიდან, რომ ჩხიკვი ყოველთვის ჩხავის, მის ენას დადუმებულს ვერ ვნახავთ.

ჩხიკვს მეგრულად ჩხვირკი ჰქვია და მისი ძახილიც უკვე სახელწოდებად ქცეულა, რასაც ხმაბაძვითი ხასიათი ჰქონდა.
Print