რეგიონი
2018 წლის ყველაზე პოპულარული სახელები აფხაზეთში
2018 წელს სოხუმში გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი  სანელი იყო, - წერს ინტერნეტ გამოცემა „აიაირა“. წლის მეორე ნახევარში მშობლები ქალიშვილებს უფრო ხშირად ამელის არქმევდნენ. მმაჩის ბიუროს ინფორმაციით, გასულ წელს სოხუმში ბიჭებს არქმევდნენ ისეთ სახელებს, როგორიცაა ანისიმი, მირონი, მარკი და ბოგდანი.

ამავე ცნობით, ნაკლებად პოპულარული იყო ტრადიციული აფხაზური სახელი - ნართი.

ძველი აფხაზური სახელები უფრო მეტად შენარჩუნებულია ტყვარჩელში. ამ მხრივ, ბიჭის სახელებიდან ლიდერობენ - ასტანი, დანატი, აზამათი. გოგოებისთვის 2018 შეარჩიეს ისეთი სახელები, როგორიცაა,
სამირა, სანელი, ელზა, დიანა, ანა. მხოლოდ ერთ ბავშვს დაარქვეს ძველი აფხაზური სახელი - ხიბლა. იშვიათი სახელებიდან გამოცემა გამოყოფს თომას და აარონს.

აფხაზური სახელები აქტუალური იყო გუდაუთაშიც. 2018 წელს აქ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ ბიჭის სახელები - ლეონი და ქემალი, ასევე ბევრი იყო ნესტორი.

ახალ ათონში გოგოებს უფრო ხშირად არქმევდნენ მირას და სოფიას, ბიჭებს - დანიელს, გიორგის და თევდორეს.

გაგრაში 2018 წელს ბიჭებს მეტწილად არქმევდნენ  ნატანს. გოგოს სახელს რაც შეეხება, აქ ლიდერობდა  მარიამი.

ბიჭვინთაში ვაჟების ყველაზე პოპულარული სახელები იყო  ამირი და დავითი, გოგოების - ანა და სოფია. უცნაური სახლებიდან, ადგილობრივი მმაჩის ბიუროს წარმომადგენლები გამოყოფენ  ლუნას, დომინიკას, ასევე ომარსა და არმანს.

უცნაური ან იშვიათი სახელებით 2018 წელს გამოირჩეოდა გულრიფშის რაიონი. გოგოებს არქმევდნენ ისეთ სახლებს, როგორიცაა ნიკოლი, ბლაინა, ლილიტი და მელისა.

ოჩამჩირეში ყველაზე ხშირი იყო ისეთი სახელები, როგორიცაა დამირი და სალომეა.

გალის რაიონში 2018 წელს მოდაში იყო გოგოს ეგზოტიკური სახელები გაბრიელა და სალომეა, ბიჭებში უფრო ხშირი იყო ნიკა და გიორგი. გამოცემის ინფორმაციით, რაიონში ნაკლებად პოპულარულია ტრადიციული აფხაზური სახელები, თუმცა, მაინც შეხვდებით გოგოს ისეთ სახელს, როგორიცაა ასტანდა.


Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / მარტი 2019
ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას ცოლი ნანა თოდუა აცხადებს, რომ მისი მეუღლე და ოჯახი საფრთხეშია. ის კონკრეტული ფაქტების დასახელებისგან
22 / მარტი 2019
ზუგდიდში წუხელ ღამით რესტორანი “სამეფო” გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 30 ათასზე მეტი ლარი.
22 / მარტი 2019
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება. ამის შესახებ დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 4 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ფოთი 6 °C
img
მესტია -5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.