ოდაბადეშ კინოხონი
აია რე - ბაია რე - ბჟაში ჩხორია
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.

აიობაზე მეგრელები საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებს ყვავილებით შეამკობდნნენ და გამართავდნენ სხვადასხვა სპორტულ თამაშობებს. მეექვსე კვირას ,,ბაია - ჟაშხას“ ბზობის კვირა დღეს უწოდებდნენ. ასეთი ეპითეტები კვირა დღის ანუ მზის დღის თანდათანობით გამნიშვნელოვანებას გულისხმობდა რაც შესაძლოა აღდგომის მოახლოებას უკავშირდებოდა.

ტერმინი ,,აიობა“ და მასთან დაკავშირებული ჩვეულება აფხაზებს მეგრელებისგან აქვთ ნასესხები.ასევე აღნიშნავდნენ ,,ბაიობას“, ბზობას.

დღევანდელ გადაცემაში საუბარია ვრცლად დიდმარხვის კვირა დღეების მნიშვნელობებზე და რიტუალებზე.

გადაცემას უძღვება სოფიო ხუციშვილი ისტორიკოს - მკვლევარ ლაშა ჯიქიასთან ერთად.
გადაცემის ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა.

Print