ბიზნესად ქცეული ტრადიცია - ქართული ხილის არაყი ევროპაში გაიყიდება
12:09 / 09.02.2018
გერმანელმა იოაჰიმ ტრენკლემ სამეგრელოში არყის გამოხდის ტრადიცია,
რომელიც საუკუნეებს ითვლის, შეისწავლა და ბიზნესად აქცია. მან და
მისმა ქართველმა მეუღლემ მანანამ, ზუგდიდში, სოფელ კოლხიდაში, მინი
ქარხანა მოაწყვეს და ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ნედლეულით,
არყის ჩამოსხმა დაიწყეს, რომელიც ექსპორტზე უახლოეს პერიოდში,
გერმანიაში, კერძოდ ბერლინში გავა.
გადაცემის თემა - ბიზნესად ქცეული ტრადიცია -
ქართული ხილის არაყი ევროპაში გაიყიდება
გადაცემა მომზადებულია პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციები
ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელიც
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური
არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. პროექტის პარტნიორებია:
სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია
ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების
ალიანსი".
მასალის გამოყენების პირობები