კენკროვანი კულტურების პოტენციალი ადგილობრივ და ევროპულ ბაზარზე
18:09 / 13.02.2018
გადაცემის სტუმრები: ხილკენკროვანი კულტურების
განვითარების ასოციაციის დირექტორი - ნანა ფიფია, ამავე
ასოციაციის ექსპერტი - ეკა მიქენაია.სოფლის მეურნეობის და სურსათის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თენგიზ კალანდაძე (სატელეფონო
ჩართვა).სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს
წარმომადგენელი - ლევან დოლიძე (სატელეფონო ჩართვა).
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების
(DCFTA) ფარგლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოვლინდა 9
სექტორი, რომელთაც საექსპორტო პოტენციალი გააჩნიათ. ამ ჩამონათვალში
კენკროვანი კულტურები წამყვან ადგილებს იკავებენ. ადგილობრივ და
ევროპულ ბაზარზე კენკროვანი კულტურების პოტენციალზე და დარგის
განვითარების გზებზე მოისმინეთ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე - ახალი
შესაძლებლობებისთვის“.
გადაცემა მომზადებულია
პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის
მხარდასაჭერად,“ რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს
ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“.
პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC
კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და
განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის
განვითარების ალიანსი".
მასალის გამოყენების პირობები