თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
კენკროვანი კულტურების მხარდაჭერი პროგრამა - ახალი შესაძლებლობები ფერმერებისთვის
კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდასაჭერად, საქართველოს 5 რეგიონში კენკროვანი კულტურის ნერგების შეძენა და მოყვანა სრულად დაფინანსდება. სამიზნე რეგიონებს შორისაა სამეგრელო-ზემო სვანეთი, კერძოდ - წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. რით დაეხმარება პროგრამა ფერმერებს, როგორია მისი პირობები და მიზნები, როგორია კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივა და საექსპორტო პოტენციალი, ამ თემებზე საუბრობენ სტუდიის სტუმრები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი - გიორგი ქვარაია და ხილკენკროვანი კულტურების განვითარების ასოციაციის ექსპერტი - ეკა მიქენაია.





გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".
Print