თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
ვერმიკულტურა და ბიოჰუმუსი ორგანულ სოფლის მეურნეობაში
გადაცემის თემა: ვერმიკულტურა და ბიოჰუმუსი ორგანულ სოფლის მეურნეობაში. 
ვერმიკულტივირება ბიოტექნოლოგიის ახალი მიმართულებაა, რომელიც ჭიაყელების სპეციალურად მოშენებას გულისხმობს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა სასუქის (ბიოჰუმუსის) მწარმოებლები არიან.

რა არის საჭირო ვერმიფერმის მოსაშენებლად, რამდენად ხელმისაწვდომია და მომგებიანია ეს მიმართულება - ამ თემებზე საუბრობს ხობელი ფერმერი გიორგი გორგაძე. სატელეფონო ჩართვა - ორგანული სოფლის მეურნეობის ექსპერტი ნუკრი მემარნიშვილი.

გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".
Print