თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
ეტიკეტირების ახალი რეგულაციები - მომხმარებელთა უფლებების დასაცავად
2019 წლის 1 მარტიდან „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. რა მიზანს ისახავს რეგლამენტი, რა ცვლილებები შევა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალში, როგორ ემზდება ბიზნეს სექტორი სიახლეებისთვის, ამ თემებზე საუბრობენ სტუდიის სტუმარი სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე - ბაჩანა ჟვანია, საქართველოს სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი ჩიტაძე, სურსათის უვნებლობის ექპსერტი - ეკატერინე ბურკაძე.



გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".

Print