თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
რეგიონში თხილის გაუმჯობესებული მოსავალი და საექსპორტო პოტენციალი
რა მდგომარეობაა რეგიონში აზიური ფაროსანას და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შემდეგ, რამდენად გაიზარდა თხილის მოსავალი და გაუმჯობესდა მარცვლის ხარისხი, როგორია საექსპორტო მოლოდინები - ამ თემებზე საუბრობენ სტუდიის სტუმრები: საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი თოდუა, ფერმერი - გოჩა მესხი, საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი - ლევან ქარდავა (სატელეფონო ჩართვა).
გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსი".
Print