თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
DCFTA - ის შესახებ ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად - პროექტის შედეგები და შეფასებები
რა გაკეთდა 2 წლის განმავლობაში საქართველოს შვიდ რეგიონში, რომელიც ჩართული იყო პროექტში, როგორ აფასებენ მას "ფიფლ ინ ნიდის", ევროკავშირის, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, შემეჯამებელ გადაცემაში ამ თემებზე საუბრობენ სტუდიის სტუმარი: ასოციაცია "ათინათის" ტრენერი - ხათუნა გადელია, პროექტის მენეჯრი - ნანა ფერაძე (სატელეფონო ჩართვა), PMჩ კვლევითი ცენტრის დირექტორი - გიორგი ხიშტოვანი (სატელეფონო ჩართვა), სოფლად თემთა განვითარების სააგენტო" ხელმძღვანელი - როსტომ გამისონია.

ეთერში ასევე გავიდა სიუჟეტი ღონისძიებაზე, რომელიც "ფიფლ ინ ნიდმა" ჩეხეთის საელჩოში პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" დახურვასთან დაკავშირებით მოაწყო.


გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსი".
Print