თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
ბიზნესად ქცეული ტრადიცია - ქართული ხილის არაყი ევროპაში გაიყიდება
გერმანელმა იოაჰიმ ტრენკლემ სამეგრელოში არყის გამოხდის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის, შეისწავლა და ბიზნესად აქცია. მან და მისმა ქართველმა მეუღლემ მანანამ, ზუგდიდში, სოფელ კოლხიდაში, მინი ქარხანა მოაწყვეს და ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ნედლეულით, არყის ჩამოსხმა დაიწყეს, რომელიც ექსპორტზე უახლოეს პერიოდში, გერმანიაში, კერძოდ ბერლინში გავა.

გადაცემის თემა - ბიზნესად ქცეული ტრადიცია - ქართული ხილის არაყი ევროპაში გაიყიდება

სტუდიის სტუმარია
- ხილის არყის მწარმოებელი კომპანია „ფრედერიკ მეორეს“ თანადამფუძნებელი - მანანა ტრენკლე

გადაცემის წაყვანი - მაია ფიფია


გადაცემა მომზადებულია პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსი".


Print