თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
საინფორმაციო მაგიდები მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად
საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში ამოქმედდა რესურს მაგიდები, რომლებიც ევროკავშირთან საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდის“ ორგანიზებით მოეწყო. რესურს მაგიდების მუშაობას უზრუნველყოფს 23 რეგიონული ორგანიზაცია, შერჩეულ რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში, მცირე და საშუალო მეწარმეობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების მოგვარებასა და ადვოკატირებაში.

გადაცემის სტუმრები - გვანცა კიკალიშვილი, სათემო ორგანიზაცია „თოლისკურის“ ხელმძღვანელი და ლელა ალანია - „ხობინიუსის“ წარმომადგენელი, ისაუბრებენ ახლად გახსნილ რესურს მაგიდებზე, მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო მიზნებზე.

გადაცემა მომზადებულია პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".



Print