თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
ქართული ჟოლოს პერსპექტივები ადგილობრივ და ევროპულ ბაზარზე


რა შესაძლებლობები აქვთ ადგილობრივ ფერმერებს, ჟოლოს და სხვა კენკროვანი კულტურების მოსაშენებლად, რამდენად პერსპექტიულია ეს მიმართულება, როგორია ექსპერტის რჩევები, ამასთან დაკავშირებით და რა პროგრამები ხორციელდება ფერმერების და მეწარმეების მხარდასაჭერად. ამ თემებზე საუბრობენ სტუდიის სტუმრები: ფერმერი - თამარ ჭეჟია, ხილკენკროვანი კულტურების განვითარების ასოციაციის ექსპერტი - ეკა მიქენაია და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი - გიორგი ქვარაია (სატელეფონო ჩართვა).



გადაცემა მომზადებულია პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად,“ რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".





Print