სპაგეტი მოხარშეთ შეფუთვაზე მოცემული წესით, გადაწურეთ და დაუმატეთ
ზეითუნის ზეთი. ცალკე მოშუშეთ ნიორი და ხახვი. დაამატეთ დაჭრილი
პომიდორი, ბულგარული წიწაკა, რამდენიმე კოვზი სოიოს სოუსი, ხმელი
ბაზილიკი, მარილი და შაქარი.ბოლოს ჩაამატეთ თინუსის ფილე. სპაგეტი
მოათავსეთ ღრმა ჯამზე, მოასხით სოუსი და ბოლოს ზემოდან მოაყარეთ
გახეხილი ყველი (პარმეზანი).
ნაღები, 180 გრ, შაქარი, რძე და ვანილი მოათავსეთ
ჯამში და დადგით ცეცხლზე. 2 ს/კ ჟელატინი წინასწარ გაალღვეთ 50 მლ.
წყალში. შეათბეთ ნაღებიანი მასა და ჩაამატეთ გაფუებული ჟელატინი,
ბოლოს კი ჩაამატეთ 1ს/კ ხმელი პიტნა. წამოადუღეთ და გადაანაწილეთ
ფორმებში. შედგით მაცივარში 3-4 საათით.
ცალკე მოამზადეთ სოუსი: 50 მლ. წყლისა და 100 გრ შაქრისგან გააკეთეთ
სიროფი, ჩაყარეთ ჟოლო და მოადუღეთ.
მზა პანაკოტა გამოიღეთ მაცივრიდან, ფრთხილად ამოიღეთ ჯამიდან და
მოსხით ჟოლოს ( ან ნებისმიერი სხვა ხილის) სოუსი, მორთეთ პიტნის
ფოთლებით.
მასალის გამოყენების პირობები