გემრიელი ისტორიები
კოლხური ტაბლა - წიწილა წკირზე
ინგრედიენტები:

1.2 კგ წიწილა
60 გ მეგრული ხორცის სუნელი(ან აჯიკა)
50 მლ ზეთი(აჯიკას თუ იყენებთ, ზეთი საჭირო არ არის)
2 ცალი ხის წკირი


მომზადების წესი:

წიწილა გატრუსეთ, გარეცხეთ და გაამშრალეთ. გულმკერდის გასწვრივ გაჭერით და გაშალეთ. ზეთში გახსენით ხორცის სუნელი და მთელ წიწილს შეაზილეთ. თუ საწიროა, ასევე შეაძილეთ მარილი. შემდეგ დიაგონალზე, ჯვარედინად ააცვით ორ წკირზე და ღუმელში, თონეში ან ფურნეში მოათავსეთ დაახლოებით 180 გრადუსზე 30-40 წუთით, სანამ კანი არ დაიბრაწება.შესაძლებელია შეწვათ მაყალზე 30-40 წუთის განმავლობაში მუდმივი ბრუნვის რეჟიმში.

Print