სარეკლამო მასალა
კომპანია Europebet ზუგდიდში დასაქმების ფორუმს გამართავს
7 დეკემბერს კომპანია Europebet ზუგდიდში, სასტუმრო „ლეთოში“ დასაქმების ფორუმს გამართავს. დეტალების შესახებ საუბრობს კომპანიის შერჩევის მიმართულების მენეჯერი თიკა ქსოვრელი.

• მოგვიყევით კომპანიის შესახებ

Europebet — ქართული გემბლინგ კომპანიაა, რომელიც 2010 წლის ნოემბერში დაარსდა და 2015 წლიდან საერთაშორისო ბრენდის Bettson Group-ის წევრია. კომპანიაში ამჟამად 365 საშტატო თანამშრომელი და 200-მდე კონტრაქტორია დასაქმებული. Europebet სწრაფად იზრდება და მუდამ ეძებს ახალ ტალანტებსა და პროფესიონალებს.

Europebet-ის სტრატეგიაში თანამშრომლებზე ზრუნვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენ როგორც შვედური კომპანიის Betsson Group-ის წევრი კომპანია თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ და მათ სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს ვთავაზობთ. მათ შორისაა ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა, სრულად ანაზღაურებადი სადაზღვეო სერვისები, წლის მანძილზე კორპორატიული აქტივობები და თიმბილდინგები, რაც სამუშაო პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. ჩვენი მთავარი ღირებულება ჩვენი თანამშრომლები არიან და მუდმივად ვცდილობთ მათზე ზრუნვას და განვითარებას.

• რა გეგმები გაქვთ?

ჩვენი კომპანია განვითარებას განაგრძობს. როგორც იცით ზუგდიდში ვხსნით ახალ ფილიალს. ამ პროექტის ფარგლებში 50 სამუშაო ადგილი გვაქვს ზუგდიდში და 7 დეკემბერს სასტუმრო ლეთოში დასაქმების ფორუმს ვმართავთ. ფორუმში მონაწილეობა ჩვენი კომპანიის ვაკანსიებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს შეეძლება. ისინი დეტალურად  მიიღებენ ინფორმაციას ჩვენი ვაკანსიების და იმ ბენეფიტების შესახებ , რომელსაც ვთავაზობთ თანამშრომლებს.

უფრო კონკრეტულად რა ვაკანსიებზეა საუბარი?

ამ ეტაპზე გვაქვს შემდეგი ვაკანსიები:

·         მოლარე

·         სლოტ ოპერატორი

·         ბარმენი

·         მიმტანი

·         დიასახლისი


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ არ ვეძებთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებს, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ისწავლონ და გახდნენ ჩვენი გუნდის წევრები. გაბედეთ და ჩვენ დაგეხმარებით წარმატებული კარიერის განვითარებაში. სამუშაოს დაწყებამდე ჩვენ ვუზრუნველყოფთ ინტენსიურ ტრენინგებს.  ასევე, წლის მანძილზე პერიოდულად სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი გუნდის გამოცდილი მენეჯერები და თანამშრომლები გაგიზიარებენ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით.

• შერჩევის პროცესში რა არის თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომავალი თანამშრომლის მოტივაცია, რომელზეც დავაშენებთ ცოდნას და დავეხმარებით კვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.  უთხარით თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ჩვენი ფორუმის შესახებ და მობრძანდით 7 დეკემბერს სასტუმრო ლეთოში, 11-დან 16-საათამდე, სადაც ჩვენი გუნდის წევრები გაგიზიარებენ Europebet-თან თანამშრომლობის თავიანთ გამოცდილებას და მოგიყვებიან იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს.

დამატებითი ინფორმაციის სახით მინდა გაგიზიაროთ, რომ 24 საათიან რეჟიმში შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენი მხარდაჭერის გუნდს ნომერზე: 0322 194 000. ისინი მოგაწვდიან თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას. ასევე, შეგიძლიათ წინასწარ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it




Print Email
FaceBook Twitter
გადაცემის თემა: ,,დევნილთა უფლებები'' - ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროექტები სამეგრელოში.
საქართველოს თხილის წმარმოებელთა ასოციაციამ კომპანია FERRERO - ს („ფერერო“) მხარდაჭერით, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 1200 ოჯახს,
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. ამის შესახებ საერთაშორისო
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 3 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ფოთი 5 °C
img
მესტია -4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.