სამართალი
პროკურორ ვახტანგ ქირიას მეოთხე დღეა, უშედეგოდ ეძებენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ ვახტანგ ქირიას მეოთხე დღეა, უშედეგოდ ეძებენ.

ოჯახს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ისინი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

ინფორმაციას არ ფლობენ არც ქირიას სამსახურში.

"ორი დღეა, ვახტანგ ქირია სამსახურში არ გამოცხადებულა და არც ოჯახთან გასულა კონტაქტზე. ამჟამად მიმდინარეობს მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - განმარტავს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი.

ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, რომ ვახტან ქირიას მობილური ტელეფონი, რომლითაც ოჯახის წევრებს გაუჩინარებამდე დაუკავშირდა, ქალაქ რუსთავში იპოვეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.