ახალი ამბები
რა ღონისძიებებით ხვდება ზუგდიდი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს
ზუგდიდში დამოუკიდებლობის 100 წლისთავი 26 მაისს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. აქტივობები დილის 10 საათზე რამდენიმე ადგილას დაიწყება და საღამოს 19 საათზე გალა კონცერტით დასრულდება.

რადიო „ათინათი“ უცვლელად გთავაზობთ ღონისძიებების გრაფიკს, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს:

► 10:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა
► 11:00 - 20:00 - მწვანე სივრცე [ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღის სივრცე]
► 11:00 - 20:00 წიგნების სივრცე [წიგნადი ფონდის გამოფენა, შემეცნებითი თამაშები, ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის, გამომცემლობების სტენდები, ტურიზმის სტენდი, „ცოცხალი წიგნები“ - ავტორები: ზაალ ქორთუა, ავთანდილ თორდია, კოტე ჭილაია, ნონა ციმინტია, ნინო ფიფია, ნესტან ფიფია, ჯამბულ ნაჭყებია, დავით მირცხულავა]
► 11:00 - 20:00 ხელოვნების სივრცე [ნახატების გამოფენა, პლენერი]
► 11:00 - 20:00 ისტორიული ფოტოების გამოფენა [გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძველი ზუგდიდის ფოტოები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საგანძურის ამსახველი ფოტომასალა, პლენერზე გაცოცხლდება ძველი ზუგდიდი]
► 12:00-17:00 - ხალხური ანსამბლების კონცერტები [ატრიუმის წინ]
► 11:00 - 17:00 საბავშვო სივრცე [ბავშვთა გასართობი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო ქოხი, ბატუტი, მაკდონალდსის სივრცე]
► 12:00 – 17:00 - საბავშვო სცენა [საბავშვო ანსამბლებისა და ბენდების კონცერტები]
► 14:30 თეატრალური მსვლელობა დადიანების შესასხვლელიდან ბულვარის ორივე მხარეს
► 15:30 - თეატრალიზებული სანახაობა [1918 წლის 26 მაისის ისტორიულ სცენებს შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დარამატული თეატრი გააცოცხლებს]
► 11:00 - 20:00 ეთნოსივრცე [მეთუნის მასტერკლასები, ხეზე და ქვაზე მუშაობის მასტერკლასი, ეთნოგრაფიული მასალების გამოფენა, უნიკალური მეგრული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოების გამოფენა, მეღვინეობა "ხარებას" სტენდი,სანელებლების გამოფენა-გაყიდვა, მეთევზის კუთხე]
► 12 საათიდან - მეგრული სამზარეულოს მასტერკლასები [მივიწყებული მეგრული კერძების მომზადება: ჩემქვა, დადიანური, ჭაბულია, ლეჭკერე]
► 11:00 - 20:00 ფერმერების სივრცე [მარწყვის,სუბლიმირებული ხილის, თხილის, თაფლის, მეგრული არაყის, ღვინოს, ყველის საგამოფენო სივრცეები]
► 11:00 - 20:00 ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
► 11:00 - 20:00 სპორტის მუზეუმი ღია ცის ქვეშ [გამოფენილი იქნება 100 წლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობებში ზუგდიდელების მიერ მიღებული სხვადასხვა ჯილდოები]
► 11:00 – 20:00 სპორტული აქტივობები [ძიუდო, ჭიდაობა, კარატე-დო, ტანვარჯიში, ჭადრაკი, ძალოსნობა, ფეხბურთი, რაგბი, ნარდი, გრიხთბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი]
► 11:00 - 20:00 გასტრონომიული სივრცეები [ხუთ ლოკაციაზე განთავსდება ღია კაფეები, რესტორნები და ბარები - წარმოდგენილი იქნება კაფე "დელექტო", "დიარონი", "ჰიუგოს ტავერნა", "დიადემა“, „ელბარკო“]
► 19:30 გალა კონცერტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებები - ზუგდიდი თავისუფლების მოედანი 11 საათიდან:

► ქ. ზუგდიდის მთავარ მოედანზე გაცოცხლდება 2 განსხვავებული ეპოქა: დამოუკიდებელი საქართველო 100 წლის წინ და 100 წლის შემდეგ.
► ისტორიულ ზონაში მოეწყობა:
● არტ კაფე;
● რეტრო ფოტო ზონა ;
● საქართველოში პირველი მანქანის მაკეტი;
● ლოტოს გათამაშება;
● 1918-1921 წწ. მოვლენების ამსახველი დოკუმენტების მუზეუმი;
● ღია კინოთეატრი, სადაც ნაჩვენები იქნება შინაგან სამინისტროს არქივში დამზადებული დოკუმენტური ფილმები, ხოლო, ბავშვებისთვის მულტფილმები.
► თანამედროვე ზონაში მოეწყობა:
● იმიტირებული საგამოცდო მოედანი (მომსახურების სააგენტო) – 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარდებათ;
● ,,კოსმოსური ხომალდი“ (112) – მოზარდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას;
საბავშვო გასართობი მოედანი (დაცვის პოლიცია) – ბავშვებისთვის სხვადასხვა საინტერესო თამაშები, შეჯიბრი (სახლი ლაბირინთი, სადაც ბავშვებს დამალული ნივთი უნდა მოეძებნათ) და
● კონკურსები გაიმართება;
● სახის მოხატვა;
● ილუზიონისტი
► გამოფენილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა:
● საპატრულო პოლიციის მანქანა;
● ჯავშანტექნიკა;
● სეგვეი;
● მოტოციკლი;
● ელექტრომობილი;
► დღის განმავლობაში ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეoბით გაიმართება კონცერტები, საღამოს 7 საათიდან კი დაიწყება გალაკონცერტი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
18 / აპრილი 2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
18 / აპრილი 2024
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 31 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.