სამეგრელოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს 37 ადამიანი
დაიღუპა. ზუგდიდიდან ომს კაპრალები 22 წლის ბადრი ბერანძე, 20 წლის
სერგეი
გოროზია და 20 წლის დავით ჯიქია ემსხვერპლნენ.
შემდგომში ვახტანგ გოგრასლის პირველი და მეორე ხარისხის
ორდენებით დაჯილდოვებულები ბადრი ბერანძე და სერგეი გოროზია
ცხინვალის ბრძოლებში დაიღუპნენ, მხედრული მამაცობის მედლით
დაჯილდოებული დავით ჯიქია კი თამარაშენის დაბომბვის დროს დაიღუპა.
სენაკიდან ომს 5 ადამიანის სიცოხლე შეეწირა. ცხინვალის მისადგომებთან
დაიღუპა მხედრული მამაცობის მედლით დაჯილდოებული კაპრალი თემურ
ბოკუჩავა, კაპრალი ლევან თეფანია კი საომარი მოქმედებისას, ცხინვალის
მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში გარდაიცვალა. მეირა ინჯგია, ჯონი
ქარდავა და როლანდ ქარდავა კი სენაკში მშვიდობიანი მოსახლეობის
დაბომბვისას დაიღუპნენ.
მარტვილიდან აგვისტოს ომის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა. მაიორი გელა
ჭედია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული,
კაპრალი გიზო წულაია მხედრული მამაცობის მედლით დააჯილდოეს, ბესიკ
ხულორდავა სამართალდამცავი იყო, უმცროსი სერჟანტი პაატა კოპალიანი კი
გმირული სიკვდილის შემდეგ მხედრული მამაცობის მედლის მფლობელია.
11 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი კაპრალი
კობა ხარჩილავა, რომელიც, ასევე მხედრული მამაცობის მედლითაა
დაჯილდოებული. მის გარდა აგვისტოს ომს ემსხპერლნენ კეკე, ენვერ და
დოდო ჭანიები, რომლებიც გორის გზატკეცილზე სამარშუტო ტაქსით
გადაადგილებოდნენ.
კაპრალი კობა წურწუმია, რომელიც ჩხოროწყუდან იყო, 9 აგვისტოს, საომარი
მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის მხედრული მამაცობის
მედლითაა დაჯილდოებული.
აგვისტოს ომის დროს ხობის მუნიციპალიტეტიდან რეზერვისტები გოგა
ბერაია, ლევან ჭოჭუა, დათა ხურცილავა, მიხეილ იოსავა და გოგა ჭითანავა
დაიღუპნენ. თითოეული მათგანი მხედრული მამაცობისთვის მედლით
დააჯილდოეს. ასევე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ ზვიად დათუაშვილი და
გოგიტა ქარჩავა. სამართალდამცავი რამაზ კიტია კი ვახტანგ გორგასლის
მესამე ხარისხის ორდენითაა დაჯილდეობული.
ომს ემსხვერპლა მშვიდობიანი მოქალაქე ლევან ტურავაც.
უფროსი ლეიტენანტი აბაშიდან სერგო მელია ცხინვალთან დაიღუპა, ის,
ისევე, როგორც გიორგი ნადარეიშვილი ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის
მედლებით დაჯილდოვდნენ. ნადარეიშვილი შინდისთან დაიღუპა.
ფოთელი ზვიად ბარბაქაძე კაპრალი იყო. ის ფოთში დაიღუპა, სიკვდილის
შემდეგ დაჯილდოებულია მხედრული მამაცობის მედლით, ისევე, როგორც
რეზერვისტვები შალვა გაბუნია და ოთარ კიკალეიშვილი, კაპრალები თემურ
ფიჩხაია და გიორგი ღვინჯილია.
ფოთში ომს ასევე ემსხვერპლნენ გოჩა კაცაძე, ზვიად ჩიჩუა, ზურაბ ნანავა
და გელა ჯიქია.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები