თბილისიდან ენგურის ხიდამდე მომავალ გიგა მაქარაშვილს გზადაგზა
მოსახლეობა და სკოლის მოსწავლეები შეძახილით #არგაჩერდეგიგა
დახვდნენ. მაქარაშვილი დედაქალაქიდან ფეხით, დაახლოებით, ორი კვირის
წინ გამოემართა და ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა. ოკუპაციის
გასაპროტესტებლად მომავალ აქტივისტს ბავშვები ჯერ სოფელ ჭითაწყარის
სკოლასთან დახვდნენ, შემდგომ კი ქალაქის პირველი საჯარო სკოლის
მოსწავლეებმა გაამხნევეს. მას გზაზე მოძრავი ავტომანქანებიდან
მძღოლები და მგზავრებიც ესალმებოდნენ.
„თითქმის მთელი საქართველო გამოვიარე და ყველაზე მეტად ველოდებოდი
ზუგდიდში შემოსვლას. ზუგდიდი იყო ყოველთვის მუხტი და ემოციური საწყისი
ყველა პროცესის. შემოსასვლელში ბავშვები დამხვდნენ. მთელი სკოლა გარეთ
იყო და გიგა არ გაჩერდეს ყვიროდნენ. ყველაზე ახლოს არის ეს ქალაქი
საოკუპაციო ხაზთან და მათ ყველაზე კარგად იციან ეს ტკივილი. ბევრნი
ვართ უკვე. ხვალ, სოხუმის დაცემის დღეს მივალთ ენგურის ხიდზე და
ვაჩვენებთ ჩვენს აფხაზ ძმებს, რომ დრომ ვერ განკურნა ოკუპაცია. სანამ
ჩვენი აფხაზი ძმები არ მიხვდებიან, რომ რუსეთი მათთვის უფრო მეტად
ოკუპანტია, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება არ იქნება.
ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენთან უკეთესია“, - თქვა
გიგა მაქარაშვილმა.
მაქარაშვილი ხვალ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს შეხვდება და
ოკუპაციას, ზუგდიდელებთან ერთად, გააპროტესტებს.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან მარტვილის კანიონში სამუშაო საათები გახანგრძლივდება და 20:00-ის ნაცვლად, შესვლა 22:00-მდე იქნება შესაძლებელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები