ახალი ამბები
კვარაცხელიას ნათესავი: თვითმკვლელობის ვერსია არის ტყუილი
ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ნათესავის თამარ ფიფიას ინფორმაციით, ბოლო წლებში ის მონასტრებში ცხოვრობდა. როგორც ფიფიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ სავარაუდოდ, კვარაცხელია, რუს სამხედროებს ცემაში შემოაკვდათ.

„ბოლო დროს მონასტერში, იყო, ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა. ოჯახის წევრები რომ გარდაეცვალა, მას მერე, ფაქტობრივად აღარავინ ჰყავდა. ყოფილ ცოლსაც, თურმე, წლებია არ უნახავს. მე ბოლოს ერთი წლის წინ ვნახე, ცოტა ხნით ვისაუბრეთ და ისევ მონასტერში წავიდა. გალში რატომ გადავიდა, ვერ ვხვდები, არავინ იქ არ ჰყოლია, სახლიც დამწვარია აჩიგვარაში, არც ახსოვდა იქაურობა, ისეთი პატარა გადმოიყვანეს... გამორიცხულია, თავს არ მოიკლავდა, ამას ვერ დავიჯერებ, შემოაკვდათ, ალბათ, ცემაში“, - გვითხრა ფიფიამ.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენებას ნათესავები დღეს ელოდებიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“გარდაცვლილის ბებიის დამ უთხრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. თვითმხილველი, რომელიც კვარაცხელიას დაკავებას შეესწრო, ამბობს, რომ კვარაცხელიასა და რუს ე.წ. მესაზღვრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მისი ინფორმაციით, ის ნაბაკევში მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა უნდოდა. მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ადგილობრივები დარწმუნებული არიან, რომ კვარაცხელია ცემაში შემოაკვდათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლის თქმით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ამავე თემაზე:

ირაკლი კვარაცხელიას ნათესავი: ცხედარს დღესვე გადმოასვენებენ


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.