პოლიტიკა
ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, მერების რიგგარეშე არჩევნები, გარდა ზუგდიდისა, მარნეულში, ზესტაფონში, ხულოსა და ჭიათურაში. საკრებულოების შუალედური არჩევნები კი საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ოზურგეთსა და წყალტუბოში ჩატარდება.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დანიშნა. არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 19 მაისს. საერთო ჯამში, რვავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები 26 საარჩევნო უბანზე გაიმართება. გარდა ამისა, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე დანიშნა ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. საერთო ჯამში, ხუთივე მუნიციპალიტეტში არჩევნები 362 საარჩევნო საარჩევნო უბანზე გაიმართება," - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დღეიდან საინიციატივო ჯგუფებსა და პარტიებს შეუძლიათ ცესკოს 2 აპრილის ჩათვლით მიმართონ რეგისტრაციის გასავლელად. შემდეგ კი მათ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები არჩევნებამდე არაუგვიანეს მეორმოცე დღემდე უნდა წარადგინონ, რითაც ცესკოში კანდიდატებს დაარეგისტრირებენ. 

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ სამი კანდიდატი, ვინც მერობისთვის იბრძოლებს. "ქართულმა ოცნებამ" ამ პოსტზე გიორგი შენგელია, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი სანდრა რულოვსი წარადგინა. ზუგდიდის მერობა სურს დამოუკიდებელ კანდიდატს თენგიზ ჯგუშიასაც.

ზუგდიდელები მერს არა 4 წლის ვადით, არამედ, შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებამდე, 2021 წლამდე ირჩევენ.

ზუგდიდის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ 2018 წლის 12 სექტემბერს სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ პოსტიდან გადადგა.



ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს გაიმართება

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო ქიმიოტერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება.
18 / აპრილი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
18 / აპრილი 2024
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს მთავრობასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ სადავო კანონპროექტის გაწვევით ქვეყანას საფრთხე ააცილოს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.