ბაჩანა შენგელია: ჩვენ ღირსეული ხალხი, აუცილებლად გავისტუმრებთ ამ მთავრობას (ვიდეო)
19:30 / 16.05.2019
განმუხურის ამფითეატრში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ამომრჩევლებს ხვდება, მოქალაქეებს სიტყვით ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა ბაჩანა შენგელიამ მიმართა.
მისი თქმით, ია კერზაია, რომელიც ამ მთავრობას არ შეუშინდა, შეეწირა თავისუფლებას და იდეას.
„ია კერზაია შეეწირა თავისუფლებას, შეეწირა იდეას, რომელიც არ შეუშინდა ამ მთავრობას. აუცილებლად იქნება სხვა ვინმე მრავალი სიცოცხლის გადამრჩენი და მე აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს თქვენთან ერთად. ჩვენ ღირსეული ხალხი, სამეგრელო, გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას, რომლებიც არიან მოძალადეები და მკვლელები. მე მჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ ღირსეულ არჩევანს“,- თქვა შენგელიამ.
ამფითეატრში შეკრებილებს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები სიტყვით მიმართავენ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები