რეგიონი
ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე ნატრული აკობიამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. მიიჩნევს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ, ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, რადგან მან შესაბამისი კითხვის პასუხად თქვა, რომ ის ცოლზე სისტემატიურად არ ძალადობდა. ის პროცესს ადვოკატის გარეშე ესწრებოდა.

მანამდე, სორდია სასამართლოს, ექსპერტიზის დასრულებამდე, ბავშვებთან ჰყოფნის უფლებას თხოვდა. მისივე თქმით, პროკურორის მოთხოვნა, აღმკვეთის სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან ის მიმალვას და  მოწმეებზე ზემოქმედებას არ აპირებდა.

"პროკურორმა აღნიშნა, რომ მე მიმალვას ვაპირებდი არ არის სწორი. მე დამალვას არ ვაპირებდი, ეს იყო შოკური მდგომარეობა, რომელმაც სუიციდის მცდელობამდე მიმყვანა. ბავშვებმა დედა დაკარგეს, მეც რომ ჩავჯდე ეს იქნება მათთვის სტრესული მდგომარეობა. მე ვთხოვ სასამართლოს სანამ დასკვნები დაიდება ვიყო ბავშვებთან,"- თქვა მან სასამართლოზე.

სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი 28 დეკემბერს იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი დეპუტატის მეზობლად ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თვითმკვლელობამდე მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა.  ბაკურ სორდია ზემოაღნიშნული ბრალდებით პოლიციამ 29 დეკემბერს დააკავა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.