ახალი ამბები
აფხაზეთში გაგზავნილი სამედიცინო აღჭურვილობის საკითხს ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა
საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასე გამოეხმაურა ქეთევან ციხელაშვილი კითხვებს, რომელიც ეხებოდა ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გალისთვის გადაცემულ დახმარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

„არაერთი აქტივობა განხორციელდა განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით. ერთის თქმა შემიძლია: თუნდაც მხოლოდ გუშინ განხორციელებულ აქტივობებში, რომელიმე ფონდის თუ პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კონტრიბუცია არ ყოფილა არც ერთადერთი და მით უფრო არც პირველი, როგორც ცხადდებოდა. მთელი ამ დღეების და კვირების განმავლობაში, ხელისუფლება და ასევე სხვადასხვა კერძო პირი თუ ორგანიზაცია, თავისი კეთილი ნებით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში და ყველას მადლობა, რა თქმა უნდა.

მე პროცესის დეტალებზე კვლავ ვერ ვსაუბრობ, სწორედ ამ პროცესის სენსიტიურობიდან გამომდინარე და იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომელთაც ძალიან სჭირდებათ დახმარება გუშინწინაც, გუშინაც, დღესაც და ხვალაც. მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ახლა პრიორიტეტი, ყველაზე მთავარი და ყველაზე მაღალი!

მე მესმის, რომ შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს თუ ორგანიზაციას ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგი და ინფორმაციის გასაჯაროება ამას უკავშირდებოდეს, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ კონკრეტულად ამ პოლიტიკური ძალისგან ალბათ ცოტა გასაკვირია იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, იგივე ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულიყო "ყველანაირი ხმაურისა და პიარის გარეშე" რასაც, გარწმუნებთ, ისედაც ვდგამდით და ახლაც ვდგამთ, სწორედ ამ ხმაურის გარეშე, რომ პროცესი არ დაზიანდეს! ამიტომ ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებით, ამხელა გამოწვევასთან ბრძოლაში, ეს სენსიტიური გარემო უმჯობესია ყველამ გაითვალისწინოს", - აცხადებს ციხელაშვილი.

ფონდმა "მოძრაობა მომავლისთვის" ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნა. ფონდმა სამედიცინო დაწესებულებას 2 ცალი პულქსოსიმეტრი, 70-მდე ყუთი ერთჯერადი ხელთათმანი, 500 ცალი თეთრეულის ნაკრები და 400 ცალი ხალათი გადასცა. 

"მოძრაობა მომავლისთვის" დამფუძნებლის თეონა დოლენჯაშვილის ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი საბერიოს საავადმყოფომ უკვე ჩაიბარა. მისივე ცნობით, აღნიშნულმა სამედიცინო დაწესებულებამ, სამედიცინო აღჭურვილობის ნაწილი სხვადასხვა, მათ შორის, სოხუმის საავადმყოფოს გადაუნაწილა.

ამავე თემაზე: 

ოკუპირებულ აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან სამედიცინო აღჭურვილობა გააგზავნეს

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენს მოგზაურობას ისეთი არასასიამოვნო მოგონებებიც უკავშირდება, როგორიც ფრენის გადადება, გაუქმება ან თუნდაც, ბარგის დაზიანებაა,
გადეცემის თემა -  COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მე-3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
კორონავირუსი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ინფექციურის ლაბორატორიაში დღის განმავლობაში 95 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა.
სოხუმის საკარანტინო ზონა, რომელიც სასტუმრო "აიტარშია" მოწყობილი, რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების ყველა სტუდენტმა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა.
საზოგადოება
სოციალურმა მედია პლატფორმამ Tik Tok - მა გაასწორა შეცდომა და ახლა აპლიკაციაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები არ არიან მითითებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
პირველი მეგრულენოვანი სამეცნიერო ხასიათის ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება.
რუსეთის ქალაქ ყაზანის ,,რუბინის“ 19 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ წალენჯიხაში მცხოვრებ შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ხანდაზმულ მარტოხელებს და ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.