რეგიონი
რედაქციის ერთ ოთახში განთავსებული ეთნოგრაფიული მუზეუმი წალენჯიხაში (ვიდეო)
წალენჯიხაში ეთნოგრაფიულ მუზეუმი ათი წლის წინ დაარსდა და ის რედაქციის შენობაშია განთავსებული. აქ დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები - უძველესი ქვები, თიხის და ხის ჭურჭელი,ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები, აკვანი და სხვა. აქვე გამოფენილია წალენჯიხის საზოგადო მოღვაწეთა ფოტოები და დოკუმენტური მასალები მათ საქმიანობის შესახებ.



დღესდღეობით მუზეუმში სამი თანამშრომელი მუშაობს. მისი დირექტორი ოლეგ სალია ამბობს, რომ აქ განთავსებული ექსპონანტებისთვის მეტი ფართია საჭირო, მას სურს, რომ მუზეუმი სათანადოდ მოაწყოს და ამისთვის დაფინანსებას ითხოვს.



ავტორები
მარიამ შეროზია
სალომე აბრალავა

Print