რეგიონი
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა აბაშაში (ვიდეო)
აბაშელები ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეზე საუბრობენ. ისინი ჩივიან, რომ უპატრონო ძაღლები უმეტესად საცხოვრებელ კორპუსებთან, მარკეტებთან და რესტორნებთან იყრიან თავს.
,,შემოკედლებულები არიან მაღაზიებს, თითო ლუკმას ხან ვინ გადაუგდებს და ხან ვინ, დგანან და იყურებიან საცოდავები“, - ამბობენ აბაშელები.

რადიო ,,ათინათის’’ რესპონდენტები თვლიან, რომ მიუსაფარი ცხოველები თავშესაფარში უნდა ცხოვრობდნენ, სადაც მათ შესაბამისად მოუვლიან. აბაშელებს სურთ, რომ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლებში ქუჩებში არ მოძრაობდნენ.

ავტორები:
ნინია კაჭარავა
გვანცა მიმინოშვილი
Print