მოქალაქე ჟურნალისტები
მესტიაში ახალგაზრდულ ცენტრამდე მისასვლელად გზის მოწესრიგებას ითხოვენ (ვიდეო)
მესტიაში კლუბ „ბეთქილში“ 30 ახალგაზრდაა გაწევრიანებული. ისინი სხვადასხვა ინტელექტუალურ და გასართობ ღონისძიებას აწყობენ და სურთ, რომ ახალგაზრდებისთვის მესტიაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი წელიწადის ყველა დროს სრულყოფილად ფუნქციონირებდეს.

კლუბის წევრები ცენტრ „ბეთქილის“ შენობაში სველი წერტილების მოწესრიგებასა და მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. კლუბის ერთ-ერთი წევრის მონიკა კახბერიძის თქმით, ეს სწორედ ის პრობლემებია, რის გამოც ცენტრი მხოლოდ ექვსი თვე ფუნქციონირებს.

სვანეთში ახალგაზრდული ცენტრი ,,ბეთქილი’’ 80-იან წლებში ადგილობრივმა ბორის კახიანმა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა.

,,შევქმენით ჩვენ საესტრადო ანსამბლი ,,ბეთქილი’’. აქ ტარდებოდა პოეზიის, მუსიკალური საღამოები“- იხსენებს მესტიის მკვიდრი მურმან გულედანი.

2016 წელს კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსდებით და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდების მთისთვის'' ინიციატივით ახალგაზრდული ცენტრი განახლდა.

ავტორები:
ლიკა გაბლიანი
ნინი კახბერიძე

Print