მოქალაქე ჟურნალისტები
აბაშელი ახალგაზრდები კონოთეატრის მოწყობას ითხოვენ (ვიდეო)
აბაშაში ახალგაზრდებს გასართობი ადგილისა და კინოთეატრის მოწყობა სურთ. ისინი ამბობენ, რომ ქალაქში მსგავსი ადგილები არ არის და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათი ინიციატივა გაითვალისწინოს. აბაშაში კინოთეატრი, წლებია, აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივებს სურთ, რომ მათ კვირაში ერთხელ მაინც ჰქონდეთ საშუალება, ფილმებს დიდ ეკრანზე უყურონ. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობები განვითარებისთვის მნისვნელოვანია.



ამ თემაზე რადიო ,,ათინათის’’ მოქალაქე ჟურნალისტებმა აბაშელი ახალგაზრდები გამოკითხეს.

ავტორები:
ნინია კაჭარავა
გვანცა მიმინოშვილი



Print