მოქალაქე ჟურნალისტები
ნაგვის ურნების სიმცირე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (ფოტო/ვიდეო)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტეს ნაწილში ნაგვის ურნები არ დგას, რის გამოც, წლებია, მოსახლეობა ნარჩენებს მდინარეში ან გზის პირას ყრის. ,,სოფელში სანაგვე ყუთის ნასახი არ არის, მე ვაგროვებ ნაგავს ჩამომაქვს და აქ ნაგავში ვყრი, მაგრამ, სოფლის მცხოვრებლები ხან თავიანთ უკანა ეზოში ყრიან ან ყრიან ისეთ ადგილებში, სადაც წყალი ჩაედინება, წყალი როცა ადიდდება, მოაქვს ეს ნაგავი და აბინძურებს გარემოს’’ - ამბობს ჩხოროწყუელი კოტე ნაჭყებია.

მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსის კოტე ჟვანიას თქმით, რაიონში სულ 250 რკინის და პლასტმასის ნაგვის ყუთი ფუნქციონირებს, საიდანაც ნაგავი მანქანებს შეუფერხებლად გააქვთ.

უწყების ინფორმაციით, ნაგვის ურნები განაწილებულია ჩხოროწყუს ცენტრსა და სოფლებში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მათი თქმით, გამოსავალი მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი რაოდენობით ნაგვის კონტეინეინერების დამატებაა.

მუნიციპალიტეტის სოფლებს დღესდღეობით 2 ნაგავმზიდი ემსახურება.

ავტორები:
ალექსი შამათავა
მარიამ ბერია
Print