მოქალაქეების აზრი
ენგურის ხიდზე მოსახლეობის გადაადგილება არ შეზღუდულა (ვიდეო)

ენგურის ხიდზე მოქალაქეები დღეს ჩვეულებრივ გადაადგილდებიან. რადიო „ათინათმა“ გავრცელებული ინფორმაცია, ხიდის სარემონტო სამუშაოების გამო დროებით ჩაკეტვის შესახებ, ადგილზე გადაამოწმა.

მოქალაქეების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ისინი არ ფლობდნენ ინფორმაციას.

თუმცა,მათივე ცნობით, მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას მხოლოდ ე.წ. საბაჟო- გამშვებ პუნქტზე რიგების გამო გამოთქვამს.

Print