მოქალაქეების აზრი
უნდა ჩატარდეს თუ არა GemFest ანაკლია-განმუხურში - გამოკითხვა (ვიდეო)
GEM Fest 2017 14 აგვისტოს დასრულდა. ფესტივალის დაფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსური კრიზისის შესახებ ალაპარაკდა. გარდა ამისა, წელს ფესტივალზე მიღებული, ჯერჯერობით, გაურკვეველი ნივთიერების ტოქსიური ეფექტით ზუგდიდის საავადმყოფოში 22 წლის ქალი გარდაიცვალა. ფესტივალის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს. თანამშრომლების ნაწილი ადმინისტარციას ხელფასების გაუცემლობის გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ამ ყველაფერმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რექცია გამოიწვია. უნდა ჩატარდეს თუ არა GEM Fest მომავალ წელს ანაკლია-განმუხურში და რა აზრის არიან ზუგდიდელები ფესტივალის შესახებ, ნახეთ რადიო „ათინათის“ გამოკითხვა.
Print