მოქალაქეების აზრი
როგორ აისახა ზუგდიდელებზე ლარის კურსის ცვლილება - გამოკითხვა (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.9275 ლარი, ევრო კი 3.2445 ლარი ღირს. როგორ აისახახა ლარის კურსის ცვლილება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე - ამ კითხვით რადიო "ათინათმა" ზუგდიდელებს მიმართა. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ საკვებ პროდუქტსა და მედიკამენტებზე ფასების ცვლილება გამოიწვია, რაც შესაბამისად მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. 
Print