მულტიმედია
ზუგდიდელი მოჭადრაკე ქალი, რომელმაც „ღვთაებრივი კომედია“ თარგმნა (ვიდეო)
მადონა ბოკუჩავა პროფესიით რომანული ფილოლოგიის სპეციალისტია. ფლობს იტალიურ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მან იტალიურიდან ქართულად თარგმნა დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივი კომედია’’, ნიკოლა ამანიტის ,,მე არ მეშინია’’ და დინო ბუცატის ,,თათრების უდაბნო’’. ეს უკანასკნელი კი საბას ლიტერატურულ პრემიაზეა წარდგენილი.

ამჟამად ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში 8 დან-16 წლამდე ბავშვებს ასწავლის.

ის ბევრს მუშაობს, ფიქრობს, კითხულობს. მიზანი კი საერთაშორისო ოსტატის წოდების მოპოვებაა.

ავტორები:

თინათინ ბუკია
სალომე ფარცვანია
Print