მულტიმედია
წაჩხურობა (ფოტორეპორტაჟი)
აღდგომის შემდგომი კვირის ყოველ ხუთშაბათს მარტვილის სოფელ სალხინოში წაჩხურობა აღინიშნება. მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი ამ დროს
მომლოცველებით ივსება. ისინი უფალს შვილის ყოლას ევედრებიან.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სამგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ ანდრია მოციქულს ამ ადგილას გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს. სწორედ იმ ადგილას ტაძარი მე-7 საუკუნეში აუგიათ. თუმცა ამჟამად შემორჩენილია ტაძრის მე–18 საუკუნეში განახლებული სახე. მიუხედავად ტაძრამდე გზის სიძნელისა და სიშორისა მომლოცველთა ნაკადი არ წყდება.

უშვილო წყვილები ტაძრამდე პატარა, მორთული აკვნებით მიდიან. აკვნების კურთხევის რიტუალი წირვის შემდეგ, სპეციალურ ადგილას სრულდება.

ამავე თემაზე:

აკვანთკურთხევა - წაჩხურობა

Print