მულტიმედია
ნორჩი მუსიკოსის ქართულ - ამერიკული სამყარო (ვიდეო)
14 წლის გიორგი ხარჩილავა ფორტეპიანოზე 6 წლიდან უკრავს, განსაკუთრებით, ბეთჰოვენის კომპოზიციების შესრულება სიამოვნებს, თვლის რომ კარგი პიანისტი ყოველთვის დაკვირვებით უკრავს.

მისი მასწავლებელი ლიტველი რასა სტალიგაა, რომელსაც სწავლების განსაკუთრებული მეთოდი აქვს. გაკვეთილებს, ხშირად გიორგის მშობლებიც ესწრებიან.

გიორგი, რომელიც მშობლებთან ერთად, ნიუ - იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში ცხოვრობს, წარმატებული მოსწავლეა. მას საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იტაცებს, განსაკუთრებით - ფიზიკა. ასევე, უყვარს მოგზაურობა და სპორტი. 



ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტის შემდეგ



ბაფალოში ველოსიპედით სეირნობისას





ფეხბურთის ტურნირი - მეგობრებთან ერთად
Print