მულტიმედია
ხარებავების საუკუნოვანი ოდა ექვსი ბუხრით (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, საუკუნოვანი მეგრული ოდა დგას ხის ორნამენტებიანი აივნითა და თაღოვანი საყრდენით. ის ასი წლის წინ ძმებმა ხარებავებმა ააშენეს.



საუკუნოვანი ოდა




თაღოვანი საყრდენი



დღეს აქ ერთ-ერთი ძმის, იონა ხარებავას ქალიშვილები ცხოვრობენ. „მამა პროვიზორი იყო, დედა ფარმაცევტი. ბიძების გარდაცვალების შემდეგ აქ მამაჩემის ოჯახი ცხოვრობდა“, - ამბობს ეთერ ხარებავა.



ეთერ ხარებავა

ოდაში ექვსი ოთახია და თითოეულს ბუხარი ამშვენებს.



ბუხარი მისაღებ ოთახში

დები იხსენებენ, რომ ზამთარში გათბობის მთავარი საშუალება სწორედ ეს ბუხრები იყო.



ბუხარი საძინებელ ოთახში


„ხშირი სტუმრიანობა გქონდა და ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. ნივთების უმეტესობა ძველია, ეზოში კი ასი წლის ნაძვები გვაქვს“, - ამბობენ დები.



ძველი სალამპრეები


Print