მულტიმედია
პოლიციის კაპიტნის უჩვეულო გატაცება (ფოტო)
ეგზოტიკური ფრინველების მოშენება ზუგდიდელმა დავით ბუკიამ დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო. პოლიციის კაპიტანს სოფელ ორულუში 20-ზე მეტი სახეობის 200-მდე ფრინველი ჰყავს.



„სოფელში რომ ჩავდივარ და ამათ ვხედავ ბედნიერი ვარ. ფინანსები ხელს, რომ მიწყობდეს აქაურობას სხვანაირად მოვაწყობდი და გაცილებით მეტი ფრინველი მეყოლებოდა. მქონდა იდეა აქ კონტაქტური ზოოპარკი მომეწყო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ განვახორციელე“, - ამბობს დავით ბუკია.



კაპიტანი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ფრინველებზე ზრუნვაში ატარებს. საქმე, რომელსაც ის სიამოვნებით აკეთებს, განტვირთვაში ეხმარება.




მის ეზოში ნახავთ ქათმის ისეთ ჯიშებს როგორიცაა : ფენიქსი, ვერცხლისფერი სებრაითი, აბრეშუმის ქათამი, ამერიკული ბრამა, ჯუჯა, ჩინური კოხინხინი, ინგლისური ორპინგთონები, პადუანი, საბრძოლო (მოჩხუბარი) ჯიშის ქათმები და სხვა.




გარდა ქათმებისა სხვა ფრინველებსაც უვლის. მასთან მისულ სტუმრებს იშვიათი ჯიშის დეკორატიული თეთრი, ფარშევანგი, შავ - ყვითელკუდიანი და საფოსტო მტრედების ნახვა შეუძლიათ.


აქვე იპოვით კოლხურ, მანჯურიულ და რუმინულ ხოხბებს და კაკაბს.



დეკორატიულ ჯიშებთან ერთად მეურნეობაში ინდაურები, გედ-ბატები, ციცარი და ჩინური იხვები ბინადრობენ.



დავით ბუკიას ვირებიც ჰყავს, რომელიც კახეთიდან ჩამოიყვანა. შინაურ ცხოველებს სამუშაოებისთვის არ იყენებს. ჩაპა, ფაქიზო და მათი 2 ჩოჩორი სოფელში თავისუფლად დასეირნობენ.



ნახეთ თეონა ზარავანდაშვილის ფოტორეპორტაჟი:
Print