მულტიმედია
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე - ზუგდიდელი მშობლების ვიდეო ბლოგი (ვიდეო)
ყოველი წლის 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებმა ერთობლივი ვიდეო ბლოგის გაკეთება გადაწყვიტეს, რაშიც მათ რადიო „ათინათი“ დაეხმარა.

„დამირეკა ჩემმა მეგობარმა მაკა დგებუაძემ, რომელიც ასოციაცია „გზამკვლევის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და მთხოვა, აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რაიმე აქტივობა გაგვეკეთებინა. მოვიფიქრეთ, ჩაგვეწერა ვიდეო, სადაც მშობლები ისაუბრებდნენ თავიანთ შვილებზე, მიდგომებზე, ისტორიებსა და გამოცდილებაზე. ვფიქრობ, ამ ვიდეო ბლოგით ჩვენი წვლილი შევიტანეთ აუტიზმის ცნობადობის ამაღლებაში და ასევე ერთგვარი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ სხვა მშობლებს“, - თქვა იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და მშობელმა დავით ქანთარიამ.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემები აღენიშნებათ.


Print