მულტიმედია
სენაკსა და ფოთში ჩასახლებული დევნილების პრობლემები (ფოტო,ვიდეო)
სენაკისა და ფოთის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები დევნილები წლებია საკუთარი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად იბრძვიან. მათ პრობლემების მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს.



სენაკში, ურიდიას ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებას დღეს 96 ადამიანი აფარებს თავს. ერთი-ერთი მათგანი
92 წლის სოხუმელი ბაბუცა ჯეჯელავაა. ის წლებია დევნილობაში ცხოვრობს და ამ დროის განმავლობაში, ფართის დაკანონებას უშედეგოდ ითხოვს. მარტოხელა მოხუცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მთელი მისი შემოსავალი კი 247 ლარია.




92 წლის სამამულო ომის ვეტერანი პრეზიდენტის საჩუქრით იწონებს თავს, რომელიც სამამულო ომის დასრულებიდან 65 - ე წლისთავზე მიიღო


ბაბუცა ჯეჯელავას სოხუმიდან ჩამოტანილი სამზარეულოს მაგიდა


მალთაყვის ახალი დასახლების ერთ -ერთი კორპუსის პირველ სართულზე სილამაზის სალონსაც იპოვი

დასახლებაში 37 საცხოვრებელი კორპუსია

სახელდახელოდ მოწყობილი მეორადი ტანსაცმლის მაღაზია ბორბლებზე

დატბორილი კორპუსის სარდაფი

როგორია დევნილთა განსახლების სახელმწიფო პოლიტიკა და როდის დაუკანონდებათ სენაკისა და ფოთის ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს საცხოვრებელი ფართები? რადიო ,,ათინათმა'' ამ კითხვით დევნილთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში ამბობენ, რომ თითოეულ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს პრობლემები ეტაპობრივად მოუგვარდებათ.

საუბრობს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი - მურად აბლოთია

ამ დრომდე ფართით დაკმაყოფილდა 38670 დევნილი ოჯახი, 5100 ზე მეტი ოჯახი კი ჯერ კიდევ უბინაოდ რჩება.
Print