დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის წარმატებული პროექტები სამეგრელოში (ფოტო, ვიდეო)
12:03 / 21.08.2018
15 წელიწადზე მეტია, ხეზე მუშაობა ზაზა სამუშიას ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ჩვენი სტუმრობისას ის ხატის ჩარჩოზე მუშაობდა.
სხვა საქმესაც ასევე გულმოდგინედ ეკიდება. მას შემდეგ, რაც საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მისთვის სხვადასხვა დანადგარი შეიძინა, შრომა ერთიორად შეუმსუბუქდა. ეს კი პროდუქტის ხარისხზეც აისახა.
შრომა უფრო კომფორტული გახდა ასევე "დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის" ბენეფიციარი მაკა გოგოხიასთვის. თუ ადრე ე.წ. ხელის საკერავი მანქანით მუშაობდა, ახლა მკერავს სახლში ყველა ის სახელობო ნივთი აქვს, რაც სრულყოფილად მუშაობისთვის სჭირდება. მაკამ ისინი პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ მიიღო, ახლა კი საქმიანობის გაფართოებასაც გეგმავს.
მაკა და ზაზა იმ ათასობით ბენეფიციარს შორის არიან, ვისაც საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დახმარება გაუწია. სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი უჯმაჯურიძემ გვითხრა, რომ პროგრამების საშუალებით დევნილებს სხვადასხვა შესაძლებლობა მიეცათ.
USAID ZDRA-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი სააგენტოსთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს. მან ერთად განხორციელებული პროექტების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი და წარმატებული კომპონენტი საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ დევნილი ოჯახების ინფორიმრებაა, რაშიც 200 -მდე მოხალისე მონაწილეობდა.
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2014 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები