მულტიმედია
საახალწლო ხელნაკეთი ნივთები ზუგდიდელი ქალებისგან (ფოტო, ვიდეო)
ნაძვის ხეები, ანგელოზები, ირმები, თოვლის ბაბუები, რუდი, გოჭები - ეს იმ საახალწლო ნაკეთობების ნაწილია, რომლებსაც ზუგდიდელი მადონა ჯაბუა, ციცინო შენგელია და მალო კოტუა ამზადებენ. სამი სხვადასხვა პროფესიის ქალმა საყვარელი საქმიანობა ბიზნესად აქცია და საკუთარ ნამუშევრებს უკვე ყიდის. განსაკუთრებულად მათ ნამუშევრებზე მოთხოვნა დღესასწაულებზე იზრდება, როცა სახლებისა და ნაძვის ხეების გასალამაზებლად თუ საჩუქრებისთვის მათ უფრო ხშირად მიმართავენ. 
პროფესიით ფილოლოგმა მადონა ჯაბუამ, რომელიც ამჟამად ზუგდიდის თეატრში მუშაობს, ამ  საქმიანობას ბავშვობიდან მიჰყო ხელი, თუმცა შეკვეთებზე, დაახლოებით, ორი წელია, მუშაობს. შესაბამისი კურსების გავლის შემდეგ დარწმუნდა, რომ შეეძლო საქმეს უფრო სერიოზულად მოკიდებოდა და მომავალში მეგობრებთან ერთად სოციალური საწარმოს გახსნასაც გეგმავს. 

alt

"სხვათა შორის, უმეტესობა, რასაც აქ ხედავთ, გამოუსადეგარი ნაჭრებისგან და ნივთებისგან არის გაკეთებული. ვცდილობ, არაფერი გადავაგდო. ხანდახან, მასალას მეგობრები მაძლევენ. ყველაზე მეტად მიყვარს ეს ანგელოზები, ძალიან თბილები და ლამაზები არიან. ხან მოვხატავ, ხანაც ჩავაცვამ რამეს და ასე“, - გვიყვება მადონა ჯაბუა.
alt
თითქმის, ორი წელია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივიზმისა და სამოქალაქო თანასწორობის ცენტრის“ თავმჯდომარე ციცინო შენგელია. გვიყვება, რომ „ციცის სახელოსნოში“ საახალწლო ნივთები განსაკუთრებული ემოციით იქმნება. წელს გამორჩეულად პოპულარული სათამაშო გოჭებია, რადგან 2019 წელი სწორედ ღორის წელია.alt
„ძალიან პოპულარულია ყველა ასაკის ადამიანში ეს ხელნაკეთი ნივთები. აი, მაგალითად, საახალწლო ფაზლები, სხვადასხვა თემატიკის. უფრო ჩემი ფანტაზიით ვმუშაობ და აქ დამზადებული ყველა ნივთი ერთმანეთისგან განსხვავდება“, - გვითხრა ციცინომ. 

alt
სამედიცინოზე და შემდეგ საბანკო საქმეზე სწავლის შემდეგ მალო კოტუა ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა ხელნაკეთი ნივთების დამზადება იქნებოდა. ახლა ამბობს, რომ ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და საახალწლოდ სასაჩუქრე ჭიქებსა და სათამაშოებს ხალისით ამზადებს. მასთან ერთად პატარა სახელოსნო ოთახში მისი შვილი, 3 წლის ემილიც „მუშაობს“.
alt
„ეს არის ჩემი არა ჰობი, არამედ, უკვე პროფესიაც... ეს მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. თან, ძალიან აქტიურად ჩუქნიან ადამიანები ერთმანეთს ჩემს დამზადებულ ჭიქებს, ბურთულებს, ჩანთებს. ამჟამად, ძალიან მოთხოვნადია „რუდი“, სანტას დამხმარე და მისი ძერწვა უფრო ხშირად მიწევს“, - ამბობს მალო.
alt
განსხვავებული პროფესიისა და ასაკის მიუხედავად სამი ზუგდიდელი შემოქმედი, რომლისთვისაც ხელსაქმე შემოსავლის წყაროდაც იქცა, ამბობს, რომ ხელნაკეთი ნივთები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მომავალში კი, თითოეული მათგანი საქმის გაფართოებაზე და გამრავალფეროვნებაზე ფიქრობს. ახლა კი საახალწლო ნაკეთობების დათვალიერება და შეძენა მსურველებს მათი ფეისბუქგვერდების საშუალებითაც შეუძლიათ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.