მულტიმედია
კომბინატში მცხოვრები დევნილები ანტისანიტარიის გამო დახმარებას ითხოვენ (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე სასტუმროს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ. მათ საცხოვრებელი გარემოს მიმდებარედ ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა გაჭედილია და ჭებიდან ფეკალური მასები გადმოდის, რაც ანტისანიტარიას ქმნის.
altროგორც დევნილები ამბობენ, ეს პრობლემა მათ დიდი ხანია აწუხებთ, თუმცა ბოლო ერთი თვე სიტუაცია უფრო გაუარესდა. აღნიშნულ ჩასახლებაში 17 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები.

“აქ ცხოვრება შეუძლებელია, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ვერ ვანიავებთ, სუფთა ჰაერს ვერ ვსუნთქავთ. წვიმის დროს სიტუაცია უფრო რთულადაა. ვითხოვთ, რომ მოვიდნენ და მოაწესრიგონ ეს სიტუაცია. საბოლოოდ თუ ვერ აღმოფხვრიან პრობლემას, ეს ანტისანიტარია მაინც მოგვაშორონ“, - გვითხრა ერთ-ერთმა დევნილმა ლეილა აბშილავამ.
altგარდა ანტისანიტარიისა, დევნილები სასმელი წყლის პრობლემასაც უჩივიან. ისინი ონკანის წყალს არ იყენებენ, რადგან შიშობენ, რომ არსებული სიტუაციის გამო შესაძლებელია, წყალიც დაბინძურებულია. ისინი სასმელ წყალს მეზობლების ეზოებიდან ეზიდებიან ან ყიდულობენ.
„აქ არიან მოხუცები და ავადმყოფები, რომლებიც სასმელი წყალიც ვერ მოაქვთ, ახალგაზრდებასც გვიჭირს კიბეებზე ვედროებით წყლის ატანა“, - ამბობენ დევნილები.

alt

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან დაშესაბამისი სამსახური ადგილზე გავა.


Print