რეგიონი
წალენჯიხელები საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ (ვიდეო)
წალენჯიხაში მცხოვრები მოსახლეობა ხობელიას ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს და მის მოწესრიგებას ითხოვს. დაბინძურებული წყალი მდინარე ჭანისწყალში ჩაედინება,
რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნი და ანტისანიტარიაა.



,,მდინარის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას, წლებია, ეს პრობლემა გვაწუხებს. აქ არის ანტისანიტარია, სიბინძურე, საშინელი სუნი. ზაფხულში ბავშვები ამ წყალში ბანაობენ და აქვე ჩაედინება კანალიზაცია’’, - ამბობს ადგილობრივი ნანი მებობია.



მოსახლეობის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობროვ ხელისუფლებას, თუმცა ჯერჯერობით, უშედეგოდ.




ავტორები:
სალომე აბრალავა
მარიამ შეროზია
Print